in

როგორ გავუგზავნოთ WhatsApp-ში მესიჯი ადრესატს, რომელმაც დაგვბლოკა

WhatsApp-ს უამრავი მომხმარებელი ჰყავს და შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთმა მეორე დაბლოკოს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ადამიანთან მიმოწერა მაინც შესაძლებელია.

თეორიულად, ადამიანი, რომელმაც დაგვბლოკა, ჩვენ მიერ გაგზავნილ ვერც ერთ შეტყობინებას ვერ მიიღებს, თუმცა შეგვიძლია, ეს რეალობა შევცვალოთ, რაშიც მესამე პირის, მეგობრის დახმარება დაგვჭირდება.

მან უნდა შექმნას ჩათი, რომელშიც კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე მოხვდება. ძაღლის თავიც სწორედ აქ იმალება. მას შემდეგ, რაც მესამე პირი ჩათს დატოვებს, შეგვიძლია პიროვნებას, რომელმაც დაგვბლოკა, მესიჯი უპრობლემოდ გავუგზავნოთ და ის ამ შეტყობინებას აუცილებლად ნახავს.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ მესამე პირი კონფლიქტის ორივე მხარის საერთო მეგობარი უნდა იყოს. „ვოთსაპის“ წესების თანახმად, ჩათში მხოლოდ იმ ადამიანების მოწვევაა შესაძლებელი, რომელთა ნომრებიც კონტაქტებში გვაქვს დამატებული.

ამ პატარა მარტივი ხრიკის წყალობით, შეგვიძლია გაბრაზებულ მეგობართან დაკონტაქტება და სიტუაციის მარტივად მოგვარება. 

მასალა მოამზადა გიო კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Long Term Info – ლელ შერაზადიშვილის სტარტაპი ჰოლივუდში

#სტარტაპი კანის მოვლის ნატურალური პროდუქცია Beauty Fact-ისგან – ამერიკაში მცხოვრები ქართველის სტარტაპი