მსოფლიოს წამყვანი რობოტების კომპანია Boston Dynamics-ი, ბაზარზე საკუთარი რობოტი ძაღლით შემოდის, რაც იაფი არ იქნება. Spot-ს უკვე ვიცნობთ ვიდეოებიდან, რომელბშიც იგი სინგაპურის პარკებში პატრულირებდა და კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძოდა.
იწონის 25 კილოგრამს, აქვს ოთხი ფეხი და შთაგონებულია როგორც „ადამიანის საუკეთესო მეგობარი.“
Spot-ი ბოლო თვეების განმავლობაში, მრავალმა სამრეწველო და სამედიცინო კომპანიამ შეიძინა, ახლა კი ფართო საზოგადოებას შანსი აქვს, რობოტები მათ მფლობელობაშიც მოხვდნენ. მისი საწყისი ფასი დაახლოებით 66 120 ევროა.
რა ფუნქციები აქვს?
Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლის ბატარეა 90 წუთი მუშაობს. მისი მუშაობის დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის პროგრამულ დავალებას მიიღებს. მას აქვს ბორბლები და შეუძლია ტვირთის გადაზიდვა. 360°- იანი ხედვის მეშვეობით, მზადაა ნებისმიერი დაბრკოლება თავიდან აიცილოს. მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად ან წინასწარ ნასწავლი მარშრუტებით შეასრულებს დამოუკიდებელ დავალებებს.
კომპანია Boston Dynamics-ი საინჟინრო და რობოტების მწარმოებელი კომპანიაა. 2017 წლის ივნისში იგი იაპონურმა კომპანია SoftBankმა შეიძინა.
Loading…