ფრანგული კოსმეტიკური კომპანია L’Oreal-ი კანის და თავის მოვლის საშუალებების სახელებიდან ისეთ სიტყვებს ამოიღებს, როგორიცაა: “თეთრი”, “გათეთრება” და “ღია ფერის”. ინფორმაციას გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს.
ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის მფლობელობაშია ბრენდები Garnier, Maybelline New York, La Roche Posay, SkinCeuticals და თავად L’Oréal-ი.
აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მსოფლიოში რასიზმის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტეტსო ტალღას ზოგიერთმა კომპანიამაც გამოუცხადა მხარდაჭრა. კერძოდ, გასულ კვირას ანალოგიური გადაწყვეტილება კომპანია Unilever-მა მიიღო.
„კომპანია Unilever-მა მიიღო გადაწყვეტილება აღარ გამოიყენოს სიტყვა „გათეთრება“, რადგან კომპანია ზრუნავს კანის ყველა ტონზე, რაც სილამაზის მრავალფეროვნების ნაწილია“, – აღნიშნულია კომპანია Unilever-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
Loading…