in , ,

ერიკა – პირველი მსახიობი რობოტი, რომელიც ფილმში მონაწილეობს

ფილმ B-ს პრემიერის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში, როგორც პირველი ფილმი, რომელშიც მთავარი როლი ნამდვილმა რობოტმა შეასრულა.

ერიკა რობოტის სახელია. მან ისწავლა ადამიანური ემოციების, ჟესტებისა და მოძრაობების გადმოცემა, რათა ეკრანზე იდეალურად გამოიყურებოდეს.

ფილმის მწარმოებელი კომპანიები Happy Moon Productions და Ten Ten Global Media, პროექტში 70 მილიონს დახარჯავენ.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერი აღმოაჩენს საფრთხეებს პროგრამაში, რომელმაც ადამიანის დნმ უნაკლოდ უნდა გადააქციოს და ეხმარება  ხელოვნური ინტელექტის მქონე ქალ რობოტს გაქცევაში, რომელიც მისი შექმნილია. რეალურად, რობოტი ქალი ერიკა, იაპონელმა მეცნიერებმა, ჰიროში იშიგურომ და კოჰეი ოგავამ შექმნეს, რომელსაც სამსახიობო ნიჭიც აჩუქეს.

ფილმის მწაროებლებმა რამდენიმე სცენა 2019 წელს იაპონიაში გადაიღეს. მათ იმედი აქვთ, რომ დარჩენილ სიუჟეტს 2021 წელს ევროპაში გადაიღებენ.

მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Wetalks. როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი

Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები