in ,

„ყოველთვის კოკა-კოლა“ – ყველაზე დასამახსოვრებელი სატელევიზიო რეკლამები

კოკა-კოლას საახალწლო რეკლამების ემოცია ყველაზე კარგად, ალბათ, 90-იანების თაობას ახსოვს. შეშის ღუმელთან მიფიცხებულებს ახალი წლის განწყობით სწორედ კოკა-კოლის რეკლამა გვაფხიზლებდა. თეთრი ნათურებით გაბრწყინებული წითელი სატვირთო, მსუქანი და საყვარელი სანტა კლაუსი, ბედნიერი ბავშვები და სადღესასწაულო განწყობა  – სწორედ აქედან ვგრძნობდით, რომ ახალი წელი მალე მოვიდოდა.

  • კოკა-კოლას პირველი სატელევიზიო რეკლამა 1950 წელს მადლიერების დღეს გამოვიდა
  • კოკა-კოლასთან ერთად ყველაფერი უკეთესია – ეს იყო 1963 წელს გადაღებული რეკლამის მთავარი გზავნილი. სატელევიზიო რგოლი ექვსი წლის განმავლობაში ტრიალებდა. 
  • 1971 წელს გადაღებულმა ამ რეკლამამ კოკა-კოლას რეკლამების ისტორიაში ყველაზე მეტი ჯილდო მიიღო. ვიდეორგოლის გადაღებას საინტერესო ისტორია აქვს. კომპანიის კრეატიულ დირექტორს იდეა მაშინ დაებადა, როცა ერთ-ერთი საერთაშორისო ფრენა გადაედო. მგზავრების დიდი ნაწილი ამ ამბავმა ძალიან განარისხა, მაგრამ მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში შეგროვილი მგზავრები სასუსნავებს მიირთმევდნენ, კოკა-კოლას სვამდნენ და იცინოდნენ. გადადებული ფრენა ყველას დაავიწყდა, დრო იმდენად კარგად გაატარეს. სწორედ მაშინ მიხვდა კოკა-კოლას კრეატიული დირექტორი, რომ ეს არ იყო მხოლოდ სასმელი, არამედ ეს იყო ადამიანების გასაერთიანებელი და გასამხიარულებელი ინსტრუმენტი. სწორედ ასე დაიბადა ახალი რეკლამის იდეა.
  • სთორითელინგის მეთოდი რეკლამების დამზადებისას კოკა-კოლამ პირველად 1971 წელს გამოიყენა. 
  • 1976 წელს კოკა-კოლას რეკლამა უფრო მეტად სახალხო გახდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. სატელევიზიო რგოლზე აფრო-ამერიკულმა სარეკლამო სააგენტომ იმუშავა. რეკლამამ ნორვეგიაში ჯილდოც მიიღო.
  • 1979 წლის რეკლამაში მთავარი პერსონაჟი ცნობილი ამერიკელი ფეხბურთელი ჯო გრინია. რეკლამამ ორ მთავარ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა – Clio-სა და კანის ოქროს ლომების.
  • მორიგი ფურორი მოახდინა კოკა-კოლას 1988 წლის სატელევიზიო ვიდეორგოლმა, რომელიც პირველ კოცნაზეა. 
  • და აი, ისიც, 90-იანების ყველაზე ცნობილი სიმღერა – „ყოველთვის კოკა-კოლა“. სარეკლამო რგოლი 1993 წელს გამოვიდა.
  • 1993 წელი, შეიძლება ითქვას, რომ კოკა-კოლას სარეკლამო რგოლების აღზევების წელი იყო. ყველაზე საყვარელი რეკლამები სწორედ ამ წელს გადაიღეს. მათ შორის, ალბათ, საპატიო ადგილი პოლარული დათვების ვიდეოს უნდა მივაკუთვნოთ.
  • და ბოლოს, 1995 წლის საშობაო ქარავანი. ამ რეკლამას აღწერა ნამდვილად არ სჭირდება.
  • კოკა-კოლას სატელევიზიო რეკლამის მთავარი პერსონაჟები პოლარული დათვები 2012 წელსაც გახდნენ.
  • 2016 წლის რეკლამაში სთორითელინგისა და კარგი მუსიკის ელემენტები ერთდროულად შემოდის.
  • 2020 წლის რეკლამა, შეიძლება ითქვას, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმია. მთავარი გზავნილია, რომ ამ შობას საყვარელი ადამიანებისთვის ისეთი რამის მიცემა შეგიძლია, რაც სხვას არავის შეუძლია. სატელევიზიო ვიდეორგოლის მთავარი პერსონაჟი, პატარა გოგონა მამას სანტასთან წერილს ატანს, რომელშიც წერია, რომ საშობაოდ მას მამიკოს გვერდით ყოფნა სურს. დანარჩენს რეკლამაში თავად ნახავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„მისმიე“ – მათრობელა კარტი იზოლაციის გასახალისებლად

ფეისბუქი, ინსტაგრამი და ვოთსაპი შეფერხებით მუშაობს