Apple დასაკეცი iphone-ის გამოშვებას განიხილავს, 2021 წლის მოდელებში კი მცირე ცვლილებებია დაგეგმილი
Apple-მა დასაკეცი ეკრანის მქონე iphone-ზე მუშაობა დაიწყო, რაც Samsung-ის მსგავს მოდელებთან პოტენციურ მეტოქეობას მოასწავებს.
როდის გამოვა დასაკეცი iPhone?
ამ ტიპის iPhone-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია Apple დასაკეცი აიფონის გამოშვებას განიხილავს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, მსგავსი მოდელის სმარტფონი საერთოდ არ გამოუშვას.
როგორც Bloomberg-ი წერს, კომპანიის შიგნით დასაკეცი ეკრანის რამდენიმე ზომა განიხილება, მათ შორის 17 სმ-იანი ეკრანით, როგორც iphone 12 Pro Max-ის შემთხვევაში. ცნობისთვის, ბაზარზე დღეს არსებული დასაკეცი სმარტფონების ზომა 15-დან 20 სმ-მდე მერყეობს.
როგორი იქნება 2021 წლის iPhone?
2021 წლის iphone-ის ხაზში მხოლოდ მცირე ცვლილებები არის მოსალოდნელი. ახალ მოდელზე მუშაობა ეკრანის განვითარებას ჯერ არ გაცდენილა. პროდუქტზე მომუშავე ერთ-ერთი პირის თანახმად, Apple-ს ჯერ კიდევ არ აქვს ახალი მოდელის დასრულებული პროტოტიპი.
რა სიახლეები იქნება 2021 წლის პროდუქტებში?
Apple ჯერ კიდევ ტესტავს საკვანძო სიახლეს 2021 წლისთვის, როგორიცაა ეკრანზე თითის ანაბეჭდის წამკითხველი. ეს სმარტფონის პასკოდისა და სახის ამომცნობის გარეშე გახსნის შესაძლებლობას იძლევა.
ტაბლეტის ხაზში კომპანია MiniLED ეკრანსა და გაცილებით სწრაფ პროცესორს ამატებს. უფრო თხელი და მსუბუქი iPad, რომელიც 2019 წლის iPad-ის დიზაინს იმეორებს დამუშავების პროცესშია.
როგორ აისახა პანდემია Apple-ის მუშაობაზე
პანდემიამ კომპანიას ახალი პროდუქტის განვითარების პროცესში სირთულეები მოუტანა. Apple-ის ტექნიკური ინჟინრები კომპანიის სილიკონის ველის ოფისებში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე და ისიც შეზღუდული რაოდენობით მუშაობენ.
გასულ წელს კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ iphone 12-ის გამოშვება რამდენიმე კვირით დააგვიანა, თუმცა კომპანიამ მაინც შეძლო ახალ მოდელში თითქმის ყველა ფუნქციის ჩართვა, გარდა „AirTags“ ფუნქციისა, რომელიც ფიზიკური საგნების აღმოჩენას გულისხმობს, ისეთების როგორიცაა გასაღები თუ ჩანთა.
მასალაზე იმუშავა ლიკა ერისთავმა
Loading…