ახლა შეიძლება არც სამსახურში ხართ და არც ხალხმრავალ ადგილას, სადაც მეგობრებთან ან თანამშრომლებთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრებდით, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი და გამოცდილი ქმედების კრეატიულად წარმომჩენი ბრენდის შესახებ ამბის მოსმენა მაინც დაგაინტერესებთ. თბილ ტანისამოსში გახვეული ბერნი სანდერსის მიმად ქცეულ ფოტოს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზეა გადაღებული, „იკეა“ ნაცნობი მარკეტინგული სვლებით ეხმაურება.
როგორც აღმოჩნდა, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ფუმფულა ხელთათმანებში გამოწყობილი, ამერიკის შეერთებული შტატების ხელებგადაჯვარედინებული სენატორი ბერნი სანდერსის ფოტო 2021 წლის პირველი ინტერნეტ მიმი გახდა, რამაც „იკეას“ ახალ სარეკლამო კამპანიის იდეა გაუჩინა.
შვედურმა კომპანიამ მსგავსი დასაკეცი სკამითა და ხელთათმანებით სცადა მომხმარებელში სენატორის მშვიდი მდგომარეობის განცდა გამოეწვია.
სამწუხაროდ, მარკეტინგის სააგენტო Ogilvy-ის მიერ მოფიქრებული კამპანია სანდერსის ხელნაკეთმა ხელთათმანებმა ჩაშალა, რომლებიც გადამუშავებული ქსოვილებითა და ბოთლებით უნდა იყოს მოქსოვილი და დატოვა „მიმბაძველები“ იკეას სამზარეულოს ხელთათმანის ამარა.
გავიხსენოთ, სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დამატებითი პერსონაჟები, რომლებიც იკეას ხალიჩებითა და რეკვიზიტებით ჩანან. ამ ყველაფერზე კომპანია აქტიურად მიუთითებდა შოუს ფანებს. ასე რომ, იკეასთვის არ არის უცხო ინტერნეტ მიმებისა და ტრენდების მარკეტინგული მიზნებისთვის გამოყენება.
ფენტეზის ჟანრის შოუსთან დაკავშირებამ ხელი შეუწყო 495%-იან ზრდას გულშემატკივართა მეშვეობით, რომელთა რაოდენობა ბოლო სეზონში 18 მილიონს აჭარბებდა.
„იკეას“ არც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ამბიციური ბრენდი Balenciaga გამორჩენია. მას შემდეგ, რაც ბრენდმა 1,705 ევროდ შეფასებული ლურჯი ჩანთა შექმნა, რომელიც ისე ჰგავდა იკეას ტომარას, კომპანიამ ინსტრუქციაც კი გამოაქვეყნა, თუ როგორ განგვესხვავებინა ნამდვილი ჩანთა ფალსიფიცირებულისგან.
იკეამ, ასევე, 9 დოლარად და 99 ცენტად წარმოგვიდგინა ჩარჩო, რომელშიც რეკორდულად ძვირად შეფასებული ნახატი, ლეონარდო და ვინჩის „სალვატორ მუნდი“ (450 მლნ დოლარი) იყო ჩასმული.
წელს კი, პანდემიის დროს სახლებში ჩაკეტილი ბავშვების გასართობად, „იკეამ“ მშობლებისთვის გამოაქვეყნა ინსტრუქციები, რომლებიც გვასწავლის ავეჯითა და პლედებით მოსასხამებისა და სასახლეების აშენებას.
ნინუცა თანდაშვილი
Loading…