in , ,

„ბუდვაიზერი“ სუპერ თასს 37 წლის განმავლობაში პირველად გამოტოვებს

Anheuser-Busch-ი კვლავ განაგრძობს Bud Light-ისა და Michelob Ultra-ის რეკლამირებას, მაგრამ აცხადებს, რომ Bud-ის ინვესტიციას – ვაქცინების შესახებ ინფორმირებულობის გავრცელების კამპანიისთვის გამოიყენებს.

„სუპერ თასს“ კიდევ ერთი გამოჩენილი advertiser-ი გამოტოვებს. „ბუდვაიზერი“ დიდ თამაშზე 37 წლის შემდეგ პირველად ამბობს უარს და წყვეტს რეკლამების სერიას.

რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი

„ბუდვაიზერი“ წელს „პეპსისა“ და „კოკა-კოლას“ მსგავსად განსხვავებულ მიდგომას ირჩევს და ისტორიაში პირველად წლის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამოტოვებს. კომპანიის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კოვიდპანდემია და აშშ-ში პოლიტიკური დაპირისპირება გახდა.

AB InBev, რომელიც წლების განმავლობაში ლუდის ექსკლუზიური advertiser-ი იყო, ისევ გამოიყენებს საეთერო დროის მინიმუმ 4 წუთს და ეს დრო Bud Light-ის, Bud Light Seltzer Lemonade-ის, Michelob Ultra-სა და Michelob Ultra Organic Seltzer-ის რეკლამებს დაეთმობა. კომპანიის მარკეტინგის მთავარი ოფიცრის თქმით, ეს „სუპერ თასის“ პირველი კორპორატიული რეკლამა იქნება, რომელიც ხაზს გაუსვამს იმას, თუ რამხელა გავლენა აქვს კომპანიას საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების პროცესში.

კომპანიის განცხადებით, ხარჯები, რომელიც Bud-ის რეკლამირებას ხმარდებოდა, ამ წელს კორონავირუსის ვაქცინის კამპანიასა და საზოგადოებრივი განათლების პროგრამებს მოხმარდება. “ეს გადაწყვეტილება ინვესტიციაა ჩვენი უსაფრთხო მომავლისთვის”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. (წლევანდელ თამაშში 30 წამიანი რეკლამის საშუალო ღირებულება 5.6 მილიონი დოლარია, თუმცა ცნობილია, რომ AB InBev ყოველთვის ახერხებდა მოლაპარაკებების გზით უკეთესი შეთავაზების მიღებას).

“ახლა მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი თემა ვაქცინაა და როგორც ვთქვით, ყველაფერი გვინდა გავაკეთოთ ამის ხელშესაწყობად”, – აცხადებს მარკონდესი. AB InBev ამ იდეის განხორციელების მიზნით, პირველ ეტაპზე 1 მილიონ დოლარს დახარჯავს, ხოლო შემგდომ კერძო სექტორიდან შეეცდება 50 მილიონი დოლარის ოდენობით შემოწირულობის შეგროვებას.

ბაზრის წილის დაცემა

AB InBev ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სუპერ თასზე Bud-ის რეკლამირებას. წინა ხელმძღვანელობის დროს Bud-ი ცნობილი იყო, როგორც რეკლამების გზით, მე-10 ყველაზე წარმატებული კამპანია ბოლო 25 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამ წარმატებისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბრენდის გაყიდვების რაოდენობა შემცირდა. ბუდვაიზერმა 2020 წლის მონაცემებით, პირველი ხუთეული დატოვა და გადაზიდვების მოცულობის სიდიდით, აშშ-ში რიგით მე-6 ადგილზე გადავიდა.

მარკონდესმა უარყო ის მოსაზრება, რომ „სუპერ ბოულის“ შესახებ გადაწყვეტილება გახდა Bud-ში ინვესტივციების შემცირების მიზეზი და განაცხადა, რომ კომპანია “უკეთეს ღირებულებებს ემსახურება”. მისი თქმით, კომპანია “ხედავს მომხმარებელს, როგორც ადამიანს და არა როგორც მიზანს”. მან ასევე აღნიშნა, რომ “ბრენდები ახლა იმაზე ისაუბრებენ, თუ რა ღირებულებებს ემსახურება კომპანია და რა არის ახლა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ერთგული ძაღლი ავადმყოფ პატრონს კლინიკის კართან 6 დღის განმავლობაში ელოდებოდა

Ikea-ს მარკეტინგული ხრიკი – როგორ შევიმოსოთ ბერნი სანდერსივით