in , ,

ვირტუალური ყავის აპარატი, რომელიც თანამშრომლებს ერთმანეთთან აკავშირებს

Powell Software-ის ყავის ვირტუალური აპარატი ინოვაციური პროდუქტია და პირველია, რომელიც Microsoft Teams-ის აპლიკაციის საშუალებით თანამშრომლებს ერთმანეთს აკავშირებს – სახლიდან გაუსვლელად. ყავის აპარატი სახლიდან მომუშავე თანამშრომლებს ეხმარება შესვენებების დროს რეგულარულად დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

აპლიკაცია ხელს უწყობს თანამშრომლებს ერთ გუნდად შეძლონ მუშაობა მაშინაც კი, როდესაც ყველას სახლიდან უწევს სამუშაო პროცესში ჩართვა. ის ასევე ხელს უწყობს შამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებას, გამომდინარე იქინდა, რომ დღესდღეობით სახლი ბევრისთვის ოფისიც არის.

ყავის ვირტუალური აპარატი სპეციალურ ალგორითმს იყენებს, რომელსაც შეუძლია კალენდრის აპლიკაციის გამოყენებით მოსაწვევები გაუგზავნოს რამდენიმე ადამიანს, რათა არავის გამორჩეს მნიშვნელოვანი შეხვედრები.

გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები გრძელდება და უმეტეს ჩვენგან სახლიდან უწევს მუშაობა, კომპანიები ცდილობენ შექმნან ისეთი საშუალებები, რომლებიც ერთმანეთს სახლიდან გაუსვლელადაც კი დაგვაკავშირებს. ჯანსაღი კომუნიკაცია ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ყველა კომპანიამ შეძლოს სამუშაო კულტურის შენარჩუნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

თბილისი Buzzfeed-ის სიაში პირველ ადგილზეა

ახალ წელს საქართველოში მწვანე ლეკვი დაიბადა, რომელსაც გრინჩი დაარქვეს