Wizz Air-ს დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი, ამის შესახებ კომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ EuroNews Georgiaს-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ქუთაისსა და კონკრეტულ მიმართულებას შორის ფრენების აღდგენა, სადაც Wizz Air პანდემიამდე ოპერირებდა, დამოკიდებულია ორივე ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე.
„Wizz Air-ს ქართულ ბაზარზე დაბრუნება და ქუთაისის ბაზიდან ფრენების გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. ახლა იმას ვიკვლევთ, თუ როდის შევძლებთ რეგულარული ფრენების დაწყებას, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ შეზღუდვებს, არამედ იმ რეგულაციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს. მართალია, პირველ თებერვალს საქართველოში რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია“, – განუცხადა EuroNews Georgia-ს ანდრაშ რადომ.
Loading…