სამეფო ოჯახის შესახებ დოკუმენტური ფილმი ინტერნეტ სივრცეში ხელახლა გამოჩნდა, თუმცა YouTube-მა საავტორო უფლებების საჩივრის გამო დაბლოკა.
რიჩარდ კავსონის ფილმის პრემიერა BBC-ზე პირველად 1969 წელს შედგა. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია სამეფო ოჯახის ყოველდღიური ცხოვრება. გადამღები ჯგუფი სამეფო ოჯახს ერთი წლის განმავლობაში ყველგან თან დაჰყვებოდა და ფილმის მასალას ქმნიდა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით ეს მასალები კვლავ გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში, თუმცა მალევე წაიშალა YouTube-დან „საავტორო უფლებების საჩივრის“ გამო. Huffington Post-ის თანახმად, წაშლამდე, ფილმმა 10 000 ნახვა მოაგროვა.
ფილმისადმი ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის სიუჟეტად გამოიყენეს სერიალ The Crown-ის შემქმნელებმა.
Netflix-ის დრამა კვლავ ერთ-ერთი ლიდერი სერიალია და ამ სეზონში დედოფლის როლს მსახიობი ოლივია კოლმენი ასრულებს. სამეფო ოჯახის ენთუზიასტებს საშუალება მიეცათ, მოკლე დროში ენახათ 105 წუთიანი ფილმი YouTube-ზე.
თავდაპირველად ფილმი მსოფლიოს მასშტაბით 350 მილიონმა ადამიანმა ნახა და შემდეგ სამეფო განკარგულებით დაცულ არქივში შეინახა. ფილმში ასახული იყო სამეფო ოჯახის პირადი ცხოვრება და ისეთი კადრები, როგორებიცაა დედოფლისა და ედინბურგის პრინცის ბარბექიუ შვილებთან ერთად მათ შოტლანდიურ სახლში, ბალმორალში.
ფილმში ასევე ჩანს პრინცი ჩარლზი თხილამურების სრიალისას ახალგაზრდა პრინც ედვარდთან ერთად, რომელიც დედას ნაყინს სთხოვს. კიდევ ერთი საინტერესო კადრია, თუ როგორ ხვდება სამეფო ოჯახი მსოფლიო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ინგლისის გუნდს და შემდეგ ამერიკის მაშინდელ პრეზიდენტთან, რიჩარდ ნიქსონთან ერთად სადილობს. ფილმში ასევე აღწერილია სამეფო ოჯახის ოფიციალური ტური სამხრეთ ამერიკაში.
მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ
Loading…