in

ქალის ემოციური წერილი, რომელმაც მეზობლის ყვავილები მოიპარა

სიდნეელმა ქალმა „ფეისბუკზე” წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მას მეზობელმა მისწერა. წერილში  ქალი აღიარებდა, რომ მეზობელს ბაღიდან ყვავილები მოჰპარა.

საქმე ისაა, რომ ქალს ყვავილები თავისი ნათლულისთვის უნდოდა, რომელიც მომდევნო დღეს ქორწინდებოდა. მან თაიგული ვერ იშოვა და გადაწყვიტა, მეზობლისთვის ეთხოვა. სახლში არავინ დახვდა, ამიტომ გადაწყვიტა ბაღში უკითხავად დაეკრიფა და მეზობლისთვის წერილი და პატარა საჩუქარი დაეტოვებინა.

წერილში ვკითხულობთ:

„გამარჯობა, მეზობელო. მე ქუჩის კუთხეში ვცხოვრობ. ხვალ ჩემი ნათლული ქორწინდება. სამწუხაროდ, ყვავილების ბაზარი დაკეტილია, ამიტომ ყვავილები სხვა გზით ვიშოვეთ. შენთან მოვედი, რომ მეკითხა, შეგვეძლო თუ არა შენი ბაღის ჰორტენზიებიდან სამი ყვავილის მოწყვეტა, მაგრამ კარი არავინ გავიღო.

ვიმედოვნებ, რომ არ გეწყინება. შენს ულამაზეს მცენარეს სამი პატარა ყვავილი მოვაწყვიტე. (სანაცვლოდ ეს შოკოლადები დაგიტოვე).

ეს ჩვენი ხსნა იყო და იმედია ხვალინდელი დღე  განსაკუთრებული იქნება.

მადლობა, მიშელი.“

ყვავილების მეპატრონე არ განაწყენებულა. პირიქით, მან თავი ბედნიერად იგრძნო რომ საკუთარი ჰორტენზიებით სხვას დაეხმარა და მზად არის ნებისმიერს, ვისაც დასჭირდება, აჩუქოს.

ინტერნეტსივრცეში ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა: „რა ლამაზია“, „ამის წაკითხვამ ცრემლები მომგვარა“, „გასაოცარი მეზობელი ხარ“.

მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მარიამ მღებრიშვილი – „სხვა გზა არ არის“

კინოფესტივალი მხოლოდ ერთი ადამიანისთვის