მზიურის პარკისათვის შექმნილი პროექტი „Skatepark & Parkour Ground Mziuri“, რომელიც ქართველ არქიტექტორებს – დავით გიორგაძესა და მაქსიმე მაჩაიძეს ეკუთვნის, თანამედროვე არქიტექტურული დაჯილდოების EU Mies Award 2022-ის ნომინანტია.
სკეიტბორდინგითა და პარკურით დაინტერესებული ადამიანების სპეიტპარკი გარდა იმისა, რომ ტექნიკურად უზრუნველყოფს, ვიზუალურად ის „მზიურში“ არსებული მდინარის ერთგვარი განმეორებაცააა, რაც ზოგად კონცეფციას კრავს და თემატურად ერწყმის ტერიტორიას.
ლუდვიგ მის ვან დერ როე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი არქიტექტორი იყო, რომლის სახელობის ფონდიც ბარსელონაში 1983 წელს დაარსდა და ბოლო რამდენიმე წელია სპეციალურ პრემიას გასცემს თანამედროვე არქიტექტურის სფეროში. აღნიშნული დაჯილდოება 2 წელიწადში ერთხელ იმართება. მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო წელს დაგეგმილმა ღონისძიებამ 2022 წლის მაისში გადაინაცვლა.
Loading…