პრობლემის გადაჭრის გზა არა დროის მენეჯმენტში, არამედ ხასიათის მენეჯმენტშია.
„ზუსტად 11 წუთი დამჭირდა იმ მემუარის დასაწერად, რომელიც თვეების განმავლობაში არაერთხელ გადავდე“, – ამბობს მწერალი კიმბერლი კინგ პარსონი.
ხშირად ჩვენ უბრალოდ გვიჭირს, საკუთარ თავს დავალების შესრულება ვაიძულოთ. ფსიქოლოგიის პროფესორის, ჯოზეფ ფერარის, თქმით, პრობლემა ე.წ. „თავის არიდების სტრატეგიაა“, რაც დროის მენეჯმენტზე ბევრად რთული კონცეფციაა.
ექსპერტების აზრით, ესენია კონკრეტული მიზეზები, რის გამოც ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ შედარებით მარტივი დავალებები.
„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვიყვარს მარტივი დავალებების თავიდან აცილება ისაა, რომ არ გვაქვს მათი დროულად შესრულების მიზეზი, ან უბრალოდ ის, რომ დავალებაშია რაღაც ისეთი, რის გამოც გვინდა მისი გადადება.
ზოგჯერ კი ლოგიკას და ბევრ მიზეზს ვიყენებთ დავალების შესრულების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ „სირცხვილის სპირალში“ ვართ ჩარჩენილი და დახმარების თხოვნა არ გვსურს“.
ეს მიზეზები ადვილად ხდება ჩვენი ხასიათის ნაწილი და პირად ან პროფესიულ ცხოვრებაში ჩვენს „პარალიზებას“ იწვევს, ხელს გვიშლის მიზნების მიღწევასა და პროფესიონალიზმში.
არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი სიმპტომი იყოს ისეთი მენტალური პრობლემებისა, როგორებიცაა: შფოთვითი აშლილობა და დეპრესია. ასეთ შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები უფრო მეტის თქმას შეძლებენ.
მასალა მოამზადა ფატი გუგბერიძემ
Loading…