4 წლის ლილი უაილდერმა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, სამხრეთ უელსში, ბენდრიქს-ბეის სანაპიროზე დინოზავრის 220 წლის წინანდელი ნაკვალევი აღმოაჩინა, როდესაც მამასთან ერთად სუპერმარკეტში მიდიოდა.
გოგონას დედამ ფოტოსურათი სოციალურ ქსელში ატვირთა, თუმცა მშობლები არ იყვნენ ბოლომდე დარწმუნებულნი, რომ მათმა ქალიშვილმა ნამდვილად დინოზავრის ნაკვალევს მიაგნო. „აღნიშნულ სანაპიროზე ადრეც ჰქონდათ დინოზავრის ნაკვალევი ნაპოვნი, თუმცა ახლა დარწმუნებულები არ ვიყავით, გვეგონა, ხელოვანი ადამიანის ამოტვიფრული იყო“ – ყვებიან ლილის მშობლები.
თუმცა, როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ნაკვალევი 75 სმ სიმაღლისა და 2,5 მეტრი სიგრძის დინოზავრს უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ორ ფეხზე გადაადგილდება და პატარა ცხოველებითა და მწერებით იკვებება. უშუალოდ ნაკვალევი კი 220 მილიონ წელს უნდა აღწევდეს.
Loading…