in ,

“Hyatt” საქართველოში პირველი სასტუმროს გახსნას გეგმავს

Hyatt Centric Boulevard Batumi საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი „ჰაიატის“ პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გახსნის.

Propertygeorgia-ს ინფორმაციით, კომპანია „ჰაიატმა” შპს „ალიანს სიტისთან“ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროში 180 ნომერი იქნება, აქედან 14 ლუქსი. გარდა ნომრებისა, Hyatt Centric Boulevard Batumi-ის ტერიტორიაზე რესტორანი, ფიტნეს-ცენტრი, სპა, ბარი და ღონისძიებების სივრცე განთავსდება, რომელიც 550 კვ.მ ფართობს აითვისებს.

სასტუმროს განთავსება ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, კერძოდ კი – რუსთაველის გამზირზე იგეგმება, საიდანაც ხედად შავი ზღვის სანაპირო იშლება.

„ჩვენ მიზნად ვისახავთ „ჰაიატის“ ბრენდის განვითარებას ჩვენი სტუმრების, მომხმარებლებისა და მფლობელებისთვის მნიშვნელოვან ადგილებში. შპს “ალიანს სიტისთან” თანამშრომლობით, Hyatt Centric-ის ბრენდს წარმოვადგენთ ხალხისათვის საყვარელ ზღვისპირა ბათუმში. ეს ლოკაცია მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა, სადაც სიხარულით ვუმასპინძლებთ მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან. Hyatt Centric Boulevard Batumi-ის გახსნით გავაგრძელებთ ევროპის ტერიტორიებზე „ჰაიატის“ ბრენდის გაფართოებას“, – განაცხადა „ჰაიატის“ ევროპისა და აფრიკის რეგიონებში განვითარების ვიცე პრეზიდენტმა ტაკუია აოიამამ.

Hyatt Hotels Corporation – სასტუმროების წამყვანი გლობალური კომპანიაა. 2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, კომპანია მოიცავს 950-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 67 ქვეყანაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გარდაცვლილი პროფესორი, რომელიც სტუდენტებს ჯერ კიდევ ასწავლის

აშშ-ში ბარებსა და რესტორნებს ტელეეკრანების გამოყენება აეკრძალათ