in , ,

გარდაცვლილი პროფესორი, რომელიც სტუდენტებს ჯერ კიდევ ასწავლის

2020 წლის მსოფლიო მდგომარეობამ ყველანი ეკრანებს მიგვაჯაჭვა – სწავლა თუ სწავლება, მუშაობა თუ გართობა – ყველაფერმა კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში გადაინაცვლა.

ინფორმაცია, რომელიც კორკოდიას უნივერსიტეტის (კანადა) სტუდენტმა აარონ ანსუინიმ შეიტყო, მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ის ეძებდა ლექტორის ელ.ფოსტას მეილის მისაწერად, როდესაც აღმოაჩინა, რომ სალექციო კურსს გარდაცვლილი პროფესორი უკითხავდა.

„ღმერთო ჩემო! – წერს ანსუინი, – ახლაღა აღმოვაჩინე, რომ სალექციო კურსს, რომელსაც წელს გავდივარ, 2019 წელს გარდაცვლილი ლექტორი მიკითხავს და ლექციები ჩანაწერია – მის გარდაცვალებამდე.“

აღნიშნულის შესახებ უნივერსიტეტმაც დაადასტურა და თქვა, რომ პროფესორი ფრანსუა-მარკ გაგნონი, უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის მიმართულების ლექტორი, 2019 წელს გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მზიურის სკეიტპარკი ევროპის არქიტექტურული დაჯილდოების ნომინანტია

“Hyatt” საქართველოში პირველი სასტუმროს გახსნას გეგმავს