ამერიკელი მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი მომღერალ მერილინ მენსონს მათი სამწლიანი ურთიერთობის განმავლობაში „საშინლად მოპყრობისთვის“ ადანაშაულებს.
წყვილი ერთმანეთს 2007 წლიდან ხვდებოდა და 2010 წელს დაინიშნა კიდეც, თუმცა მალევე დაშორდა.
მენსონი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ „ეს ყველაფერი რეალობის საშინელი დამახინჯებაა“.
ვუდს ადრეც უთქვამს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა დამნაშავის ვინაობას არ ამხელდა.
ვუდის ბრალდებების შედეგად Loma Vista Recordings, რომელმაც მენსონის ბოლო რამდენიმე ალბომი გამოსცა, მომღერალთან თანამშრომლობას წყვეტს და Twitter-ის მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ მომღერლის ბოლო ალბომზე მუშაობას დაუყოვნებლივ შეაჩერებს.
აშშ-ს სატელევიზიო ქსელმა Starz-მა კი განაცხადა, რომ სერიალ American Gods-ის ის ეპიზოდი, რომელშიც მენსონი მონაწილეობდა, ეთერში არ გავა.
წყარო: bbc.com/news
Loading…