in

უცნაური არსება, რომლის ვიდეომ „ტიკტოკზე“ დიდი ინტერესი გამოიწვია

ავსტრალია ის ადგილია, სადაც უამრავი სახეობის ცხოველი ბინადრობს. ზოგიერთი მათგანის არსებობას ვერც კი წარმოვიდგენთ.

ავსტრალიელმა ახალგაზრდამ „ტიკტოკზე“ ვიდეო გამოაქვეყნა. მისი მონათხრობით, სახლის მისაღებში უცნაური ხმა გაიგონა და დაუპატიჟებელი სტუმრის ძებნა დაიწყო.

უცნაური არსება ვიდეოში ასობით მომხმარებელმა ნახა. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებდა, რომ საქმე გველთან ჰქონდათ, ნაწილმა კი გიგანტურ ჭიად აღიქვა.

რეალურად, პატარა, უცნაური მცოცავი არსება აღმოჩნდა, რომელსაც ლურჯი ენა აქვს და მოკლეფეხებიან გველს ჰგავს.

საინტერესო ფაქტები:

  1. ხვლიკები ლურჯი ენით, ავსტრალიაში ბინადრობენ, მაგრამ უფრო მეტად აღმოსავლეთ სანაპიროზე არიან გავრცელებულნი.

2. არ არიან შხამიანები და კბენის საშიშროების მიუხედავად, ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ

3. სიგრძეში 60 სანტიმეტრამდე იზრდებიან

4. იკვებებიან მცენარეებითა და ნელა მოძრავი არსებებით (ლოკოკინა, ხოჭო).

მასალა მოამზადა გიორგი კუსიანმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Uber ალკოჰოლური სასმელების მიტანის სერვის Drizly-ს 1.1 მილიარდ დოლარად ყიდულობს

Paypal-მა ნეონაცისტური ანგარიში შეაჩერა