2020 წლის ნოემბერში, ბრაზილიაში, გეოლოგმა ლუკას ფასარმა, ვულკანური ქვა აღმოაჩინა. კვერცხის ფორმის, მოყავისფრო ქვაში, პერსონაჟ Cookie Monster-ის სახე დახვდა.
ორიგინალურმა ქვამ მყიდველები დიდად დააინტერესა. ქვამ მათში სენტიმენტები გამოიწვია, რადგან Cookie Monster-ი „სეზამის ქუჩის“ ყველაზე საყვარელი პერსონაჟია.
ქვის მესაკუთრე ახლა კალიფორნიელი მაიკ ბაუერსია, რომელმაც მისი ფოტოები ინტერნეტით გაავრცელა.
Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე, Cookie Monster-მა დაწერა: „მე გეოლოგი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ქვა ძალიან მგავს…“
Loading…