in ,

11 ხერხი Wi-Fi-ის განახლებისა და ინტერნეტის გაუმჯობესებისთვის

განსაკუთრებით ახლა, როცა ყველას, ძირითადად, სახლიდან გვიწევს მუშაობა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი და სწრაფი ინტერნეტი გვქონდეს, რათა ჩვენი პროდუქტიულობის ხარისხიც მაღალი იყოს.

სწორედ, ამიტომ გთავაზობთ 11 რჩევას, თუ როგორ გახადოთ თქვენი სახლის ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფი.

1. გადააადგილეთ თქვენი როუტერი

კედლებს, კარადასა და წიგნების თაროსაც კი შეუძლია შეასუსტოს Wi-Fi-ის სიგნალი. შესაბამისად, როუტერის სწორი გადაადგილება სრულებით შეცვლის თქვენი ინტერნეტის სისწრაფეს.

უმჯობესია, როუტერი კუთხეში არ მოაქციოთ. რაც უფრო ცენტრალური და შესამჩნევი ადგილი უჭირავს სახლში, მით უფრო უკეთესი წვდომა გექნებათ ინტერნეტთან.

მნიშვნელოვანია, აგრეთვე, სწორ ზედაპირზე იდოს როუტერი და თუკი ამის საშუალება არ არის, არც მისი კედელზე მიმაგრებაა ცუდი აზრი. არ დაგავიწყდეთ, რომ Wi-Fi-ის მოწყობილობა მოაშოროთ სხვა ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც ელექტრომაგნიტურ ტალღებს გამოსცემენ.

არა ნაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გაჯეტები რაც შეიძლება ახლოს იყოს როუტერთან.

2. გამოიყენეთ Ethernet კაბელი

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება გაცილებით აუმჯობესებს მის ხარისხს, ვიდრე ეს Wi-Fi-ის პირობებშია შესაძლებელი. კაბელი უფრო სწრაფ და სტაბილურ ინტერნეტკავშირს განაპირობებს. ერთადერთი საწინააღმდეგო, რაც შეიძლება კაბელთან გქონდეთ, ეს ნაკლებ მოსახერხებლობაა, თუმცა ამის მოგვარებაც შესაძლებელია სხვადასხვა ხელსაწყოს მეშვეობით, როგორებიცაა კაბელების მენეჯერების მცირე ზომის მოწყობილებები ( მათი გამოწერა ინტერნეტით შეგიძლიათ.)

3. შეცვალეთ არხი

Wi-Fi დაყოფილია არხებად. თქვენს Wi-Fi მოწყობილობას კი არჩეული აქვს ერთი კონკრეტული არხი, რომლის მეშვეობითაც ის უკავშირდება სახლში არსებულ ყველა გაჯეტთან. თუკი ასეთ დროს ახლოს მცხოვრები მეზობელი, შესაძლოა, იმავე არხს იყენებდეს, რაც ინტერნეტის ხარისხის გაუარესებას გარდაუვალს ქმნის. შესაბამისად, სხვა არხის არჩევა ამ პრობლემას უდავოდ მოგიგვარებთ.

ამისთვის კი თქვენი როუტერის დოკუმენტაციის გადახედვა და ინსტრუქციების მიდევნება დაგჭირდებათ.

სასურველი არხები კი 1-ლი, მე-6 და მე-11 არხებია.

4. განაახლეთ თქვენი როუტერი

თუკი თქვენი როუტერი უკვე წლებს ითვლის და ბაზარზე არსებულ ახალ მოდელებს ძალიან ჩამორჩება, შესაძლოა, უკვე დრო იყოს მისი განახლების. განსაკუთრებით თუკი კავშირის ხარისხს უჩივით.

5. Wi-Fi-ის დამაგრძელებელი მოიპოვეთ

თუკი როუტერის პარამეტრებში ქექვა თქვენთვის დიდი თავის ტკივილია, მაშინ შეიძინეთ Wi-Fi-ის დამაგრძელებელი. ეს მოწყობილობა კედლის თავისუფალ ბუდეში ერთდება, უკაბელო ინტერნეტს უკავშირდება და აფართოებს მას.

მათი დაყენება, ძირითადად, საკმაოდ მარტივია და ის სახლში არსებული Wi-Fi-სთვის მიუწვდომელი წერტილების ათვისებაში დაგეხმარებათ. Wi-Fi-ის დამაგრძელებლის დიდი არჩევანია ბაზარზე, მხოლოდ გაითვალისწინეთ თქვენი როუტერის ტექნიკური მახასიათებლები და მისთვის შესაფერისი შეარჩიეთ.

6. თქვენი ელექტროგაყვანილობა გამოიყენეთ

Wi-Fi-ის დამაგრძელებლის ალტერნატივა არის ელექტროგადამცემი ხაზის ნაკრები. ციფრულმა სიგნალებმა შეიძლება ელექტროგაყვანილობის მეშვეობით გაიაროს, სწორედ ამისთვის არის შექმნილი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობილობები.

ამ პროდუქტს რამდენიმე მწარმოებელი ჰყავს, ერთერთი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობი როუტერების ბრენდი TP-Link-ია.

7. დააყენეთ პაროლი Wi-Fi-ზე

ეს, ალბათ, უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი აუცილებლობაა, იმისთვის, რომ საკუთარი ინტერნეტის წყარო დაიცვათ და სხვას არ მისცეთ მისი გამოყენების უფლება, რადგან საბოლოოდ თქვენ დაზარალდებით ცუდი ხარისხის ინტერნეტით.

8. გათიშეთ მოწყობილობები, რომლებსაც არ იყენებთ

რაც უფრო მეტი მოწყობილობა არის დაკავშირებული თქვენს Wi-Fi-თან, მით უფრო შენელებულ ინტერნეტს მიიღებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, გააკონტროლოთ, რომ გამოუყენებელი გაჯეტები უბრალოდ გათიშული იყოს.  

9. შეამოწმეთ თქვენი კომპიუტერი

თუკი ინტერნეტი პრობლემა მხოლოდ თქვენს კომპიუტერშია, მაშინ უმჯობესია თქვენივე მოწყობილობა შეამოწმოთ. შესაძლოა, ისეთ პროგრამას იყენებდეთ, რომელიც ასუსტებს ან ანელებს ინტერნეტის ხარისხს.

10. გადატვირთოთ თუ არა როუტერი?

ალბათ, ხშირად გსმენიათ, ტექნიკური დახმარების გაწევისას, რომ გეუბნებიან გადატვირთეთ როუტერიო. თუმცა, ყოველთვის არის თუ არა ეს გამართლებული –  ეს სხვა საკითხია. გადატვირთვა შესაძლოა დაგეხმაროთ გათიშული ინტერნეტის აღდგენაში, თუმცა ინტერნეტის დაჩქარებისთვის იმავეს გაკეთება პრობლემას, დიდი ალბათობით, ვერ მოგიგვარებთ.

შესაბამისად, რეგულარული გადატვირთვა რეკომენდირებული არ არის, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მიმართეთ ამ ხერხს.

11. მიმართეთ თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს

თუკი ყველაფერი სცადეთ, რაც შეიძლებოდა და მაინც ვერ გაააუმჯობესეთ ინტერნეტის ხარისხი, მაშინ აუცილებლად დაუკავშირდით ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიას, რადგან მათ თქვენთვის საჭირო პროფესიონალური დახმარების გაწევა შეუძლით.  

წყარო: wired.com

მასალა მოამზადა ლიკა ერისთავმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

PepsiCo და Beyond Meat მცენარეული საკვებისა და სასმელების საერთო წარმოებას იწყებენ

3D პრინტერით ნაბეჭდი სახლი პირველად აშშ-ში იყიდება