პირველად კაცობრიობის ისტორიაში – აშშ-ში 3D პრინტერით ნაბეჭდი სახლი იყიდება. უნდა აღინიშნოს, რომ მისი დამზადების სიმარტივიდან გამომდინარე, მას სხვა სახლებთან შედარებით დაბალი ფასი ექნება.
სახლი პატარა ფართობის არ არის – მასში სამი საძინებელი და ორი აბაზანაა. თავად ბეჭდვის იდეა კი კომპანია SQ4D-ს ეკუთვნის. როგორც 3D Printing Media Network– მა განაცხადა, კომპანიამ ავტომატური რობოტული კონსტრუქციული სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა კონსტრუქციას ბეტონისგან ბეჭდავს, რაც ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციული მშენებლობა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომელშიც სახლის ყიდვა, დღევანდელისგან განსხვავებით, წარმოუდგენელი ოცნება აღარ იქნება.
სახლი Zillow-ის ონლაინ ბაზარზე 299 999 დოლარად არის გამოტანილი. ეს რიცხვი ნიუ იორკის რივერჰედის სხვა სახლების ფასებთან შედარებით ბევრად დაბალია.
არსებული ინფორმაციით, SQ4D-ს მსგავსი ბევრი სახლის აშენება ნიუ იორკსა და კალიფორნიაში აქვს დაგეგმილი.
წყარო: Futurism
Loading…