ინსპირაციისა და კრეატიული იდეებისთვის, როგორც წესი, ჩვენს საყვარელ ვეგვერდებსა და სოციალური მედიის არხებს ვათვალიერებთ, თუმცა თამამად შეგვიძლია, ინსპირაციის ერთ-ერთ წყაროდ „ნეტფლიქსის“ დოკუმენტური ფილმების სერია გამოვიყენოთ.
- Abstract: The Art of Design
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ყველაზე კრეატიულ დიზაინერებზე, ჩაგვახედებს მათ გონებაში და გვაჩვენებს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს დიზაინი ყოველდღიური ცხოვრების თითოეულ ასპექტზე.
- Minimalism: A Documentary About the Important Things
ფილმი მინიმალიზმის სხვადასხვა საფეხურის შესახებ მოგვითხრობს და ნათლად გვაჩვენებს მინიმალისტების ცხოვრებას განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
- The Toys That Made Us
ისტორიული სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების წარმატებისა და წარუმატებლობის ისტორიები. ფილმში ვნახავთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თოჯინას, „ბარბის“, „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟებსა და სხვა.
- Struggle: The Life and Lost Art of Szukalski
ლოს-ანჯელესში მცხოვრები ხელოვანები პოლონელი მოქანდაკის, სტანისლავ ზუკალსკის, დაკარგულ ნამუშევრებს აღმოაჩენენ. დოკუმენტური ფილმი სწორედ ზუკალსკის ცხოვრების შსახებ გვიყვება.
- They’ll Love Me When I’m Dead
ლეგენდარული რეჟისორის, ორსონ ველესის ცხოვრების ბოლო 15 წელი და მისი დაუსრულებელი ფილმის, „The Other Side of the Wind“ განხილვა.
- Print the Legend
Netlfixs-ის ფილმი მოგვითხრობს 3D ბეჭდვის რევოლუციაზე.
- High Score
დოკუმენტური ფილმების სერია კლასიკური ვიდეოთამაშების შესახებ.
- The B-Side: Elsa Dorfman’s Portrait Photography
დოკუმენტური ფილმი გვიყვება პორტრეტების ფოტოგრაფის, ელზა დორფმანის, ცხოვრებაზე.
- Have You Seen the Listers?
ფილმი ავსტრალიელი ქუჩის არტისტის, ენტონი ლისტერის, ცხოვრებაზე – წარმატებებსა და სირთულეებზე.
- Jeremy Scott: The People’s Designer
ფილმი მოგვითხრობს მოდის დიზაინერის, ჯერემი სკოტის, შესახებ, რომელმაც თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, „მოსკინოს“, კრეატიული დირექტორი გახდა.
Loading…