in ,

„ლიდერატორი” – სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა  წელსაც გრძელდება. „ლიდერატორის“ მიზანია, კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და მათ შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა.

საქართველოს ბანკის განცხადებით, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

2021 წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის  12 პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რომლებიც ჯამში ბანკის მასშტაბით 40-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.

„ლიდერატორი“ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იპოვონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული სტუდენტური პროგრამები, მიიღონ სამუშაო გამოცდილება და  დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.

ლიდერატორში მონაწილეობის უპირატესობები:

  • 1 წლიანი მრავალფეროვანი, როტაციული სამუშაო გამოცდილება ბანკის სხვადასხვა მიმართულებაში, სხვადასხვა პოზიციაზე, რომლის საშუალებითაც შეძლებ ბანკის ფუნქციონირების 360°-იანი სურათის დანახვას.
  • პროფესიონალთა გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა და მენეჯერული პოზიციის მენტორი, რომელიც იზრუნებს შენს კარიერულ განვითარებაზე.
  • საჭიროებებზე მორგებული, ინტენსიური ტრენინგები.
  • ანაზღაურება და სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი.
  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.

ახალგაზრდა ტალანტების პროგრამები ბანკში 2014 წლიდან არსებობს და, შედეგად, 154 საუკეთესო მონაწილე გახდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი.  

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის – „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“

ახალი სასკოლო წესები ჰონგ-კონგში