ეს დამაფიქრებელი ამბავი სანაპირო ზოლში მოსახლე თითქმის 40%-ს საშიშროების წინაშე აყენებს.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და ნორვეგიის Bjerknes კლიმატის კვლევის ცენტრის მკვლევრებმა, ტემპერატურის მატების შესაბამისად, ზღვის დონის გაზომვის ახალ ხერხს მიაკვლიეს, რის შესახებაც ჟურნალ Ocean Science-ში გამოაქვეყნეს.
ახალი კვლევა ამბობს, რომ საუკუნის ბოლოს წყლის დონემ შეიძლება ნახევარი მეტრით მოიმატოს, თუკი ტემპერატურა ნახევარი გრადუსით მაინც გაიზრდება. დათბობის არსებულმა დონემ, რაც 2 გრადუსს წარმოადგენს, ზღვებს, სავარაუდოდ, ერთი სრული მეტრით გაზრდის.
კვლევის თანაავტორი და კოპენჰაგენის გეოფიზიკოსი ასლაკ გრინსტედი Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ გლობალურმა ეკონომიკამ ნახშირბადის გამონაბოლქვი დამატებით 200 მილიარდი მეტრ ტონით უნდა შეამციროს – მომდევნო საუკუნის კლიმატის მიზნების მისაღწევად.
წყარო: Futurism.com
Loading…