დანიაში გიგანტური კუნძულის მშენებლობის პროექტი დაიწყო, რომელიც სამ მილიონ ოჯახს ენერგიით უზრუნველყოფს. ეს მსოფლიოში პირველი ენერგეტიკული კუნძული იქნება, რომელიც 18 საფეხბურთო მოედნის სიდიდის უნდა იყოს. კუნძული 200 გიგანტური ოფშორული ქარის ტურბინის კერა იქნება.
დანიის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტია და მისი ღირებულება დაახლოებით 210 მილიარდი კრონაა (34 მილიარდი დოლარი). ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროდან 80 კმ-ით დაშორებული ხელოვნური კუნძული ნახევრად – სახელმწიფოს, ნახევრად კი კერძო სექტორის საკუთრებაში იქნება.
ენერგეტიკული კუნძული არამხოლოდ დანიელ მოქალაქებს მოამარაგებს ელექტრო ენერგიით, არამედ მეზობელი ქვეყნების ელექტრო ქსელებთანაც იქნება დაკავშირებული.
მიუხედავად იმისა, რომ დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეიკობ ოსტერგაარდმა BBC-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, რომელსაც ელექტრო ენერგია მიეწოდება, დიდი ბრიტანეთი იქნება.
წყარო: bbc.com
Loading…