Euronews-ის ინფორმაციით, შენიანგის მაცხოვრებლებს Covid19-ზე რობოტის ხელი ტესტავს. ინოვაციური სიახლე სამედიცინო მუშაკებსა და პოტენციურ ინფიცირებულებს შორის კონტაქტის შემცირებას ემსახურება.
რობოტის ხელს მეზობელი ოთახიდან მედიკოსი მართავს და ყელიდან ნაცხს იღებს. ტესტირებაზე მისული ადამიანი მოწყობილობას პირის ღრუში მჭიდროდ ითავსებს, რათა რობოტმა გამართულად შეძლოს ნაცხის აღება.
საინტერესო და სახალისო ფაქტია ისიც, რომ რობოტი საჭირო დროს შესაბამის ხმასაც კი გამოსცემს: „ააა“, რაც პაციენტს პირის გაღების აუცილებლობას აუწყებს.
ოფიციალური პირები ჩინეთიდან იმედოვნებენ, რომ ეს სამედიცინო სიახლე ჯვარედინი დაინფიცირების რისკს მინიმუმამდე დაიყვანს და ტესტირების სიჩქარესაც საგრძნობლად გაზრდის.
წყარო: Futurism.com
Loading…