NASA ადამიანს, რომელიც კოსმოსში საკვები პროდუქტების მოშენების საუკეთესო იდეას წარმოადგენს, 500 000 დოლარს გადაუხდის. კოსმოსური მოგზაურობები საკმაოდ გრძელვადიანი „სიამოვნებაა“, ამიტომაც ასტრონავტებისათვის, გარდა კონსერვისა და მშრალი საკვებისა, „ნასა“ ჯანსაღი პროდუქტის შეთავაზების შესაძლებლობას ეძებს.
მოსაფიქრებლად დრო ჯერ კიდევ გაქვთ – გამარჯვებული 30 ივლისის შემდეგ გამოვლინდება. გამარჯვებულს ჯილდო კი 2024 წელს გადაეცემა.
ასტრონავტების განცხადებით, ისინი წელიწადში რამდენჯერმე მარაგდებიან ახალი ხილით, ბოსტნეულით, სხვა პროდუქტებითა თუ ნივთებით – დედამიწიდან, ეს კი მათ ფსიქოლოგიაზე დადებითად მოქმედებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ NASA კოსმოსში საკვების (გარდა მწვანილის და ბოლოკისა) მოშენებას ფიქრობს. არსებობდა ექსპერიმენტები, რომლებიც ორბიტაზე საფუარის გაზრდას ითვალისწინებდა, თუმცა ამ ტიპის საკვები ასტრონავტებს რაოდენობრივად არ ჰყოფნიდათ.
Apollo-ს ერის დროს, მთვარის კაფსულებში იყო ცხელი წყლის მარაგი, რომელსაც ასტრონავტები მშრალი საკვების დატენიანებისა და განახლებისთვის იყენებდნენ. თუმცა,
NASA-ს გამოთვლებით, საუკეთესო იდეის განხორციელება მანამდე უნდა შეძლონ, სანამ მარსის კოლონიზაცია დაიწყება, ვინაიდან აღნიშნულ პლანეტაზე გამგზავრებას ან დედამიწაზე დაბრუნებას 250 დღემდე სჭირდება. ეს დრო კი ადამიანები საკვებით უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ.
Loading…