in

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის – „საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში“

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლის თავთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზესაბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში “.

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:

საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის ისტორიას, ამ პერიოდის შესახებ თანამედროვე ქართული საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებას ან/და მასთან დაკავშირებულ მეხსიერების პოლიტიკას.

ნაშრომის ძირითადი ნაწილი უნდა იყოს ან 1921 წლის თებერვლის პოლიტიკური, სოციალური, საერთაშორისო და სამხედრო ვითარების ისტორიული ანალიზი ან/და საბჭოთა ოკუპაციის შესახებ თანამედროვე საქართველოს კოლექტიური მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული მეხსიერების პოლიტიკის ანალიზი. ესე შესაძლოა დაფუძნებული იყოს როგორც საარქივო მასალების, პრესისა და მედიის, საჯარო ინფორმაციისა და ღია წყაროების, ლიტერატურული თუ სხვა მხატვრული ნაშრომების ანალიზზე, ასევე ისტორიული, სოციოლოგიური ან ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებზე.

კონკურსში მონაწილე უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ბაკალავრი, მაგისტრანტი ან მაგისტრი.

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ესეს გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).

ესე უნდა იყოს ავტორის ორიგინალური ნაშრომი და უნდა გვთავაზობდეს მის მიგნებებსა და ანალიზს.

წარმოდგენილი ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე.

საკონკურსო პრიზები:

I ადგილი – ₾700

II ადგილი – ₾500

III ადგილი – ₾300

საუკეთესო ესეები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebook; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 18 თებერვალი.

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject-ველი) მიუთითეთ საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს მეხსიერებაში 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ოკეანის დონე იმაზე სწრაფად იმატებს, ვიდრე შიშობდნენ

„ლიდერატორი” – სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა