საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა წელსაც გრძელდება. „ლიდერატორის“ მიზანია, კარიერული განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და მათ შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა.
საქართველოს ბანკის განცხადებით, ახალგაზრდა ლიდერების მომზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
2021 წელს საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის 12 პროგრამაზე გამოცხადდა მიღება, რომლებიც ჯამში ბანკის მასშტაბით 40-მდე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.
„ლიდერატორი“ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, იპოვონ საკუთარ ინტერესებზე მორგებული სტუდენტური პროგრამები, მიიღონ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
ლიდერატორში მონაწილეობის უპირატესობები:
- 1 წლიანი მრავალფეროვანი, როტაციული სამუშაო გამოცდილება ბანკის სხვადასხვა მიმართულებაში, სხვადასხვა პოზიციაზე, რომლის საშუალებითაც შეძლებ ბანკის ფუნქციონირების 360°-იანი სურათის დანახვას.
- პროფესიონალთა გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა და მენეჯერული პოზიციის მენტორი, რომელიც იზრუნებს შენს კარიერულ განვითარებაზე.
- საჭიროებებზე მორგებული, ინტენსიური ტრენინგები.
- ანაზღაურება და სწავლაზე მორგებული სამუშაო გრაფიკი.
- პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ბანკში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა.
ახალგაზრდა ტალანტების პროგრამები ბანკში 2014 წლიდან არსებობს და, შედეგად, 154 საუკეთესო მონაწილე გახდა საქართველოს ბანკის თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
Loading…