ჰონგ-კონგში, ჩინეთის მთავრობის მიერ შემოღებული უსაფრთხოების კანონის ფონზე, რომელიც უფლებამოსილ პირებს დანაშაულთან ბრძოლაში გაურკვეველ ძალაუფლებას ანიჭებს, სასკოლო სისტემასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა.
წლების განმავლობაში ნახევრად ავტონომიურ ქალაქში მცხოვრებ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ეშინოდათ ჩინეთის „პატრიოტული განათლების“. 2012 წლის საპროტესტო აქციები კი ამგვარი სასწავლო გეგმის დანგრევის მცდელობა იყო. თუმცა, ზემოთ ხსენებული ახალ წესები, რომლებიც უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონისა და ოპოზიციური პარტიის დარბევის ფონზე დამტკიცდა, ბევრად სცილდება მანამდე არსებული წესების სიმკაცრეს.
ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, გამოიცა მასალები: ვიდეოები და ფერადი, გრაფიკული წიგნები, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ ეხმარებიან ჩინელი ჯარისკაცები და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები სტუდენტებს თავიანთი სოციალური „პასუხისმგებლობის“ გაანალიზებაში უსაფრთხოების კანონის შესაბამისად.
ახალ სასწავლო მასალაში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და ის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ უფლებამოსილი პირები ამ წესების დაუცველობას.
წყარო: https://edition.cnn.com
მოამზადა ფატი გუგბერიძემ
Loading…