ინდი როკ ჯგუფმა, რომელიც უნებლიეთ გახდა უდიდესი სოციალური მედიის ტენდენციის ნაწილი, ბენდის უცაბედი პოპულარულობის აღწერისას განაცხადა, რომ ეს გამოცდილება „აბსოლუტურად გიჟურია“.
Blondes-ის სიმღერა Coming of Age მილიონობით ადამიანმა გააზიარა, მათ შორის იყვნენ არანაკალებ ცნობილი მომღერალი Lizzo და ცნობილი ფეხბურთელი ბაიერნიდან – ალფონსო დავისი.
სიმღერა Tik Tok-ის მილიონობით მომხმარებელმა გამოიყენა ტენდენციაში, რომელიც 2000-იანი წლების ფილმების სცენების გათამაშებას გულისხმობს.
Blondes-მა ჯგუფი ნოტინგჰემის უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა და Tik Tok-ის ამ სენსაციის შემდეგ უამრავი ახალი შემოთავაზება მიიღო სხვადასხვა ჩამწერი სტუდიისგან.
„პირველი ვიდეო, რომელშიც ჩვენი სიმღერა გამოიყენეს, ძალიან სწრაფად გავრცელდა და მალევე მივხვდით, რომ რაღაც გიჟური ხდებოდა“, – განაცხადა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, 23 წლის ალექს დევიდსონმა.
წყარო: bbc.com
Loading…