in ,

მომავლის ავტობუსი მძღოლის გარეშე – ინოვაცია ავტოინდუსტრიაში

აშშ-ში, კონექტიკუტის შტატში სწრაფი ტრანზიტის ავტობუსი გამოჩნდა, რომელსაც მძღოლის გარეშე შეეძლება 40-მდე მგზავრის გადაყვანა. 

მინესოტაში დაფუძნებულმა სატრანზიტო კომპანიამ განაცხადა, რომ აპირებს ისეთი სწრაფი სატრანზიტო ავტობუსების წარმოებას, რომლებსაც ადამიანის ჩარევის გარეშე შეეძლებათ მგზავრების მომსახურება. 

როგორი იქნება ავტობუსი?

New Flyer-ის 41 ფუტიანი (12-მეტრიანი) Xcelsior AV 40-ადგილიანი ავტობუსი იქნება, რომელსაც დამატებით ორი ადგილი ექნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

ელექტრო ავტობუსი იყენებს AutoDrive ტექნოლოგიას და LIDAR-ისა და Radar-ის კამერების საშუალებით შემოგარენის 360-გრადუსიანი კონტროლი შეუძლია, რაც საფრთხეს არ უქმნის სხვა მანქანებსა და ფეხით მოსიარულე პირებს. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, New Flyer აპირებს აწარმოოს Xcelsior CHARGE, რომელიც ელექტროენერგიის საშუალებით გამონაბოლქვს ნულამდე დაიყვანს და პირველ ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსს შექმნის. 

წყარო: dailymail.co.uk

მოამზადა ფატი გუგბერიძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

5 ნივთი ცხოვრების გასამარტივებლად – Amazon-იდან

#ქვიზი – როგორი სოცმედია მენეჯერი ხარ? – „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“