თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი გზა არსებობს სმარტფონების სითხით დაზიანების, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სმარტფონი დაზიანებას.
საბედნიეროდ, ჰიდროიზოლაცია თანამედროვე სმარტფონების ერთ-ერთი სტანდარტია. ახალი iPhone-ები, Samsung Galaxy-ის სერიები და Google-ის Pixel სმარტფონები წყალგამძლე ან წყალგაუმტარია. მიუხედავად ამისა, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი სმარტფონი სითხით დაზიანების შემთხვევაში.
პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაშროთ, რადგან რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში იქნება სმარტფონი წყალში, ბუნებრივია, სერიოზული დაზიანების რისკიც მეტია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ არავითარ შემთვევაში არ უნდა გამოვიყენოთ თმის საშრობი ან მიკროტალღური ღუმელი.
თუ რჩევისთვის მიმართავთ ინტერნეტს ან ტექნიკის მოყვარულ მეგობარს, დიდი დალბათობით გირჩევენ, რომ ტელეფონი ბრინჯით სავსე თასში მოათავსოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯს სითხის შეწოვა შეუძლია, ის ვერ აღწევს სმარტფონის პატარა ნაპრალებში და აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა არ არის.
მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით რომ სმარტფონი მშრალია, აუცილებელია მისი გამორთვა. ეცადეთ, ყველა ღილაკს არ დააჭიროთ და ამით მეტად არ დააზიანოთ ტელეფონი. ჩვენ გირჩევთ, უბრალოდ გამორთოთ თქვენი სმარტფონი და საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
წყარო: wired.com
მოამზადა ფატი გუგბერიძემ
Loading…