in

Pinterest-ის შემოსავლები დღესასწაულებისა და პანდემიის დამსახურებით საგრძნობლად გაიზარდა

Pinterest-მა 2020 წლის მეოთხე კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავალი 706 მილიონი დოლარი იყო, მოსალოდნელი 645.6 მილიონის ნაცვლად. ყოველთვიური მომხმარებელთა რიცხვიც მოსალოდნელზე, თითქმის, 10 მილიონით მეტი აღმოჩნდა.

კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით აშშ-ში 67%-ით გაიზარდა და 582 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ს ყოველთვიური მომხმარებელთა ბაზაც 11%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო მომხმარებელთა კი – 46%-მდე.

Pinterest-მა განაცხადა, რომ კომპანიის მოგება ძირითადად განპირობებული იყო უფრო ადრეული და სტაბილური დღესასწაულების სეზონითა და პროდუქტების რეკლამაში გაუმჯობესებით. დიდი როლი ითამაშა პანდემიით გამოწვეული სახლში დარჩენილი ადამიანების გართობის საჭიროებებმაც.

კომპანიის მოლოდინები 2021 წლისთვისაც საკმაოდ დამაიმედებელია.

წყარო: cnbc.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

სოციალური ქსელები თინეიჯერებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის – კვლევის შედეგები

სუპერთასი 2021-ის საუკეთესო რეკლამები