Lazarus Group-ი ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების გუნდია. მათ სინგაპურში დაფუძნებული KuCoin-ის გაქურდვა ედებათ ბრალად, რომელიც გასული წლის ყველაზე მსხვილი ქურდობაა. მოპარული თანხა ვირტუალური 275 მილიონი დოლარია.
შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მოპარულ კრიპტოვალუტას ბირთვული წამოწყებების დასაფინანსებლად გამოიყენებს.
CNN-ის თანახმად ჩრდილოეთ კორეამ 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლამდე ჯამში 316,4 მილიონი დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარა. რასაც ქვეყანა საომარი და ეკონომიკური გეგმების მხარდასაჭერად გამოიყენებს.
KuCoin 2020 წლის სექტემბერში გატეხეს. ამის საპასუხოდ კი კომპანიამ 100 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო გამოაცხადა, თავდასხმასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სანაცვლოდ.
წყარო: forbes.com
იხილეთ ამ კატეგორიის სხვა ამბები
Loading…