თანამედროვე მსოფლიოში მცხოვრები ადამიანი წარმოუდგენელია სტრესს ან შფოთვას არ უჩიოდეს, დროდადრო მაინც. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სტრესის შემამსუბუქებელი მოწყობილობის მიმოხილვას.
ზოგადი გლობალური მდგომარეობა, ნეგატიური ნიუსების კითხვა, ყოველდღიური საქმე და თავსატეხები – ჩვენს ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ მდგომარეობას უკვალოდ ნამდვილად არ ტოვებს.
საბედნიეროდ, ახალი ტექნოლოგიები სტრესის მართვისა და გამკლავების შესაძლებლობას იძლევა.
The Apollo Neuro სატარებელი მოწყობილობაა, რომელიც ნაზი ვიბრაციების მეშვეობით სხეულის სტრესისადმი გამძლეობას აუმჯობესებს.
მოწყობილობა დაფუძნებულია რეალურ მეცნიერებაზე. ის სტრესის დამარცხების მარტივ გზას გვთავაზობს.
როგორ მუშაობს The Apollo Neuro?
მოწყობილობა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს. ის ჩვენი ნერვული სისტემის ნაწილია, რომელიც სხეულის არაცნობიერ მოქმედებებზეა პასუხისმგებელი.
ვეგეტატიური ნერვული სისტემა ორი ნაწილისგან შედგება: სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემებისგან.
სიმპათიკური ნერვული სისტემა შფოთვასა და აღგზნებადობას იწვევს, ხოლო პარასიმპათიკური ორგანიზმს ამშვიდებს.
ქრონიკული სტრესის დროს სიმპათიკური ნერვული სისტემა „ბრძოლა ან გაქცევის“ მექანიზმს რთავს. ეს კი ფუნქციონირებაში ხელს გვიშლის. თუმცა პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციის შემთხვევაში სხეული მშვიდდება.
The Apollo Neuro სწორედ ამაზე სამუშაოდ არის გათვლილი.
როგორ შეიქმნა სტრესთან საბრძოლველი მოწყობილობა?
Appolo Neuro ხუთწლიანი კვლევისა და ლაბორატორიული ცდების შედეგია. ამ მაჯის საათის ზომის სტრესის შემამსუბუქებელი მოწყობილობის ტარება ხელის ან ფეხის კიდურებზე არის შესაძლებელი.
როგორ იმართება Apollo Neuro?
მოწყობილობა მობილური აპლიკაციით იმართება. მას სამი სხვადასხვა რეჟიმი აქვს. თქვენ ასევე მოწყობილობის მოქმედების ხანგრძლივობისა და ინტენსივობის კონტროლი შეგიძლიათ.
ვის შეუძლია მისი გამოყენება?
The Apollo Neuro-ს გამოყენება შეუძლია როგორც მოზრდილებს, ისე – ბავშვებსაც.
მოწყობილობას 30-დღიანი კმაყოფილების გარანტია აქვს. შესაბამისად, შეგიძლიათ სცადოთ. თუკი შედეგით უკმაყოფილო იქნებით, ერთი თვის განმავლობაში დააბრუნოთ და თანხა უკან მიიღოთ.
წყარო: futurism.com
იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები
Loading…