in , ,

გაცნობის აპლიკაცია Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ხდება

Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი

გაცნობის აპლიკაცია Bumble-ის აღმასრულებელი დირექტორი მილიარდერი ხდება. კომპანიის აქციები 67%-ით გაიზარდა. მთავარი აღმასრულებელი დირექტორის, 31 წლის უიტნი ვულფ ჰერდის წილი კი 1.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

უიტნი ჰერდმა მრავალმილიარდიანი ბიზნესი მეწარმე ქალთა სექსუალური შევიწროების პრობლემატურ საკითხს დაუკავშირა და განავითარა.

„ეს უდიდესი გამარჯვებაა. უიტნიმ დაინახა შესაძლებლობა, რომელიც ქალებისთვის არ იყო გათვლილი და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მან ის ოქროს საბადოდ აქცია”

ელისონ კაპინი W Fund-ის გენერალური პარტნიორი და The Women Who Tech network-ის დამფუძნებელი.

559 კომპანიიდან, რომლებიც ამერიკაში ბოლო 12 თვის განმავლობაში გამოჩნდა, Bumble-ის გამოკლებით, მხოლოდ ორი მათგანი იყო ქალის მიერ დაფუძნებული.

Bloomberg Index-ის თანახმად, გასული წლის მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 1.8 ტრილიონი დოლარი მოიპოვა. ამ მოგების 91% კი კაცებს ერგოთ.

ამ რუბრიკის ყველა სიახლე შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

წყარო: Bloomberg.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

#სტარტაპი „დესიელო“ – როცა თმაზე გამჭვირვალე ზეცა გიკეთია

წონაში კლების ახალი მეთოდი – კვლევის უნიკალური შედეგები