in

„მინდა, PLUS SIZE ქალებს ჩემი თვალით დავანახო საკუთარი თავი“, – გვანცა მაღლაკელიძის ახალი ფოტოპროექტი

ქართულ სინამდვილეში ჭარბწონიანი, ე.წ. Plus Size ადამიანი რთულ ცხოვრებას გადის – ხშირად ხდება ჩაგვრის ობიექტი, მუდმივად ხაზს უსვამენ მათ გარეგნობას, დიდი ხნის უნახავი ახლობლები აუცილებლად კომენტარით აღნიშნავენ, რომ „გახდით“ ან „მოიმტეთ“.

ქართველი ფოტოგრაფი გვანცა მაღლაკელიძე ახალ ფოტოპროექტს სწორედ აღნიშნულ თემაზე გეგმავს და საზოგადოებას ე.წ. „Plus Size“ ქალბატონების ფოტოებს შესთავაზებს.

Venue. ახალგაზრდა ფოტოგრაფს თავისი საქმიანობისა და უახლოესი გეგმების შესახებ ესაუბრა:

როდის აღმოაჩინე, რომ ფოტოგრაფია შენი სტიქია იყო?

უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ეს ცხოვრება ის არ იყო, რაც მინდოდა. გადავწყვიტე ის სფერო განმევითარებინა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვკლავდი ჩემში, ეს იყო სწორედ ფოტოგრაფია.

შენი ფოტოები ყოველთვის ძალიან დახვეწილია, თუმცა არის სიშიშვლეც – როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ამ ჟანრთან?

სიშიშვლე ძალიან საფრთხილო თემაა, საქართველოსთვის მით უმეტეს, ძალიან სიფრთხილით ვეკიდებოდი ამ თემას, როცა დავიწყე, იმიტომ, რომ ვიცოდი, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და ბრბოს ლუკმა გავხდებოდი. ნელ-ნელა, მცირე დოზით დავიწყე მიწოდება, რამაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ხელოვნება და არა ვულგარულად გადმოცემული სიშიშვლე. ახლა კი ეს მიმართულება უკვე ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდა, რადგან კვლავ მგონია, რომ თუ ადამიანებს სწორად მიაწოდებ და ლამაზად დაანახებ იმას, რისი გადმოცემაც გინდა, რაც შიგნიდან მოდის, აუცილებლად გაიგებენ და მოეწონებათ.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტით „პლუს საიზ“ მოდელებს ეძებდი. შესაძლოა, ახალი ფოტოპროექტი ვიხილოთ ახლო მომავალში?

დიახ, ნამდვილად ვემზადები ახალი Plus Size პროექტისთვის.

რა არის ამ პროექტის მიზანი?

ამ პროექტის მიზანია, ადრე თუ გვიან დაიმსხვრეს სტერეოტიპები საქართველოში, მინდა ხალხმა გაიგოს, რომ სიმსუქნე „საბულინგე“ თემა არ არის და არ შეიძლება ადამიანს ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენო ამის გამო. იმდენი გამოხმაურება მოჰყვა, იმდენი  შეტყობინება მომივიდა ამის დაანონსების შემდეგ, რომ კიდევ უფრო მეტ მუღამში ჩავვარდი. მე თვითონაც პლუს საიზი ვარ და მეთვითონაც უამრავი წელი ვიყავი ამის მსხვერპლი – ძალიან კარგად მესმის, რა მძიმეა, როცა შენკენ იშვერენ ხელს. მინდა ქალებს ჩემი თვალით დავანახო საკუთარი თავი და ძალიან გამიხარდება თუ ცოტაოდენ წვლილს მაინც შევიტან ვინმეს კომპლექსების დამარცხებაში.

რას ურჩევდი დამწყებ ფოტოგრაფებს?

საკუთარი საქმის სიყვარულსა და დაფასებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ დაადგენს NASA უცხოპლანეტელების კვალს – მეცნიერების ახალი მეთოდი

საქართველოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში საფასურს TBC ბანკის ბარათით გადაიხდით