ვალენტინობის დღეს, როგორც ჭეშმარიტ სიყვარულის დღეს შეეფერება, აუცილებელია, ამ გრძნობის საკუთარი თავისადმი გამოხატვა. ამაში კი კარგ საჩუქარზე უკეთ არაფერი დაგვეხმარება. რა ვაჩუქოთ საკუთარ თავს?
დადებითი ემოციებით საკუთარი თავებიც რომ დავმუხტოთ და შედეგად ქართულ ბიზნესსაც მხარი დავუჭიროთ, ურიგო არ იქნება.
გთავაზობთ ქართულ სტარტაპებს, რომლებიც საინტერესო, სასურველი და ორიგინალური საჩუქრის შერჩევაში დაგეხმარებათ.
ლილაკი ხელნაკეთი თმის აქსესუარების ონლაინ მაღაზიაა. ის აბრეშუმის ნაზ და დახვეწილ თმის აქსესუარებს გვთავაზობს.
ველთაური სამოსის უნიკალური ბრენდია, რომელიც ხელოვნებისა და მოდის მშვენიერი ნაზავია.
ნაქარგობა წარმოსახვის რეალობად ქცევას გვთავაზობს აქსესუარებისა თუ სამოსის ზღაპრულად ლამაზი ნაქარგობებით.
„ატარე თილისმა ხელნაკეთი“ საინტერესო სამკაულების მაღაზიაა. ეს ბრენდი განსხვავებული და ფერადი პროდუქციით გამოირჩევა.
თ’არტი ქართული ნაქსოვი აქსესუარების ბრენდია, რომელიც ვალენტინობის დღესასწაულს არა მხოლოდ გაგილამაზებთ, არამედ გაგითბობთ კიდეც.
ბიმბო თბილი და ფერადი წინდების ბრენდია. თებერვლის სუხიან ამინდებში ის განსაკუთრებით სასურველი საჩუქარი უნდა იყოს.
ნაირი ერთ-ერთი გამორჩეული ქართული სტარტაპია, რომელიც თასმების, წინდებისა და მაისურების მრავალფეროვან არჩევანს იძლევა.
ალტერსოქსი ჩვეულებრივი, მოსაწყენი წინდების ნაცვლად ქმნის განსხვავებულ, მაღალი ხარისხისა და საინტერესო ვიზუალის წინდებს, რომელთა ტარებაც ორიგინალურობის გარდა, სიხალისესაც შეგძენთ.
იხილეთ „ვენიუს“ სხვა რჩევები
Loading…