Nature-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ კანაფის ექსტრაქტი CBD მნიშნელოვნად ამცირებს ძაღლებში ადამინთა მიმართ აგრესიულ ქცევას.
ახალ კვლევებში ნათქვამია, რომ თავშესაფარში მყოფი ძაღლების ქცევას კანაფის ექსტრაქტი CBD ნაკლებად აგრესიულს ხდის ადამიანების მიმართ.
კვლევის თანახმად, CBD შესაძლოა სასარგებლო იყოს ძაღლებისთვის, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს ქუჩებში, მოძალადე პატრონებისგან შორს ატარებენ.
„ჩვენი შედეგები აშკარად ცხადყოფს, რომ CBD მკურნალობა შესაძლოა ეფექტურად გამოვიყენოთ თავშესაფარში მყოფი ძაღლებისთვის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“ – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
სხვა ცხოველების მსგავსად, ძაღლებსაც აქვთ ენდოკანაბინოიდული სისტემა, ამიტომ თეორიულად – მედიკამენტებმა, როგორიცაა CBD, რომელსაც ადამიანებში შფოთვის შემცირება შეუძლია, შესაძლოა, ძაღლებშიც იმავე ეფექტით იმოქმედოს.
წყარო: vice.com
Loading…