პლასტმასის სრული აღმოფხვრის გრძელვადიანი მცდელობის ფარგლებში, Coca-Cola ქაღალდის ბოთლს ტესტავს.
პირველი ტესტირებისას კომპანია 2,000 ქაღალდის ბოთლს გამოცდის. ტესტირების მიზანი 100%-ით გადამუშავებადი ბოთლის შექმნაა, რომელიც სასმელს გაზსაც შეუნარჩუნებს.
ბოთლის პროტოტიპი დანიური კომპანიის მიერ არის შემუშავებული. ის ძლიერი ქაღალდის გარსისა და თხელი პლასტმასის შიდა დამცავი ფენისგან შედგება.
„პროდუქტის დიზაინისა და ბოჭკოების ძლიერი ნარევის გონივრული კომბინაცია იძლევა საშუალებას, რომ ზეწოლის ქვეშ დაზიანება არ მოხდეს“
მაიკლ მიკელსენი, დანიური კომპანიის კომერციული მენეჯერი
საქველმოქმედო ჯგუფის „Break Free From Plastic“-ის მიხედვით, Coca-Cola გარემოს პლასტმასით დამაბინძურებელ კომპანიებს შორის პირველ ადგილს იკავებს.
წყარო: bbc.com
Loading…