in , ,

მოწყობილობა, რომელიც თქვენი სხეულით დაიტენება – უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს პატარა მოწყობილობა, რომელიც ადამიანის სხეულით იტენება. უახლესი ტექნოლოგია თერმოელექტრულ გენერატორებს იყენებს. ის სხეულის შინაგან ტემპერატურას ელექტროენერგიად გარდაქმნის.

მოწყობილობა წელვადი ქსოვილის პოლინინის, თერმოელექტრული ჩიპებისა და თხევადი ლითონის მავთულებისგან შედგება. მისი ტარება ადამიანს ან სამაჯურის სახით შეუძლია ან თითზე, ბეჭდის მსგავსად.

„ჩვენი თერმოელექტრული მოწყობილობა კარგია, იმიტომ რომ, შენ ის შეგიძლია გეკეთოს და ის მუდმივი ენერგიით მოგამარაგებს.“

ჯიანლიანგ ქსიაო, ნაშრომის უფროსი ავტორი და ასოცირებული პროფესორი

მკვლევართა მოსაზრების თანახმად, სატარებელ მოწყობილობას კანის ყოველი კვადრატული სანრიმეტრისგან, დაახლოებით, ერთი ვოლტი ენერგიის გენერირება შეუძლია. ეს არსებულ აკუმულატორებზე ნაკლებია, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ თან არსებული ელექტრო მოწყობილობა დატენო.

წყარო: usatoday.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ქეთი მეფარიშვილი – „სხვა გზა არ არის“

ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვეს