in

ქართველმა მოსწავლეებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვეს

14 თებერვალს რუმინეთში, რიგით მეხუთე, საერთაშორისო ოლიმპიადა infO(1)CUP გაიმართა ინფორმატიკაში, 15 წლამდე მოსწავლეებს შორის. 

საქართველოდან 4 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან სამმა: ლუკა მოსიაშვილმა, ქეთა ციმაკურიძემ და ლუკა მელაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, იაკობ რიგვავა კი – ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველი ოთხივე პრიზიორი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეები არიან.

მედალოსანი მოსწავლეები ბულგარეთში გამართული შუმენის საერთაშორისო ტურნირისა და საქართველოს ევროპის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებულებიც არიან.

წყარო: გოჩა მანდარია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მოწყობილობა, რომელიც თქვენი სხეულით დაიტენება – უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები

მარსის პირველი ფოტო – არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსურმა სააგენტომ დააფიქსირა