Facebook-ი ცნობილია თავისი სოციალური ქსელებით, თუმცა, შესაძლოა, მალე ჭკვიანი მოწყობილობების წარმოება დაიწყოს. ამ შემთხვევაში, საუბარია Facebook-ის ჭკვიან საათზე, რომელიც აქცენტებს შეტყობინებებსა და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე გააკეთებს.
ინფორმაცია The Information-მა გაავრცელა. სააგენტოს წყაროების თანახმად, ჭკვიანი საათი სხვა საათებისგან განსხვავებით, უფრო სპეციფიკური იქნება. ამჟამად, მარკ ცუკერბერგის კომპანიას არ აქვს მონაცემთა მართვისა და მომხმარებლის კონფიდენციალურობის სანიმუშო რეპუტაცია. ამიტომ, Facebook- ის სმარტ საათმა შეიძლება მომხმარებლის შეშფოთება გამოიწვიოს.
მოწყობილობა Android-ის ღია ვერსიას დაეფუძნება და თავსებადი მრავალ მობილურ მოწყობილობასთან იქნება, თუმცა, საათს მუშაობისთვის მათთან დაკავშირება არ დასჭირდება. მომხმარებლის მონაცემები, როგორიცაა სავარჯიშოები, რუტინები და სხვა, Facebook- ის სოციალური ქსელების საშუალებით შეგროვდება.
ჭკვიანი საათის ბაზარზე გამოჩენას 2022 წლიდან ვარაუდობენ, თუმცა, ჯერჯერობით კომპანიას Facebook-ის ჭკვიან საათზე, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მეტი დეტალის შესატყობად ისღა დაგვრჩენია, მანამდე სხვა მოწყობილობები გამოვიყენოთ და Facebook-ის მიერ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას დაველოდოთ.
Loading…