in

საქართველოში დასაქმებულთა სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა სავალდებულო ხდება

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს კანონმდებლობით ახალი ვალდებულება ეკისრებათ. მათ დასაქმებულთა სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა მოუწევთ. ამ ინფორმაციის შესახებ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ იუწყება.

სამუშაო დროის აღრიცხვის ახალი ფორმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმოწერით დასტურდება.

კანონი კომპანიებს ავალდებულებს, დოკუმენტი ყოველთვიურად ელექტრონული ან არაელექტრონული ფორმატით შეავსონ და აღწერონ თითოეული დასაქმებულის ნამუშევარი და/ან გაცდენილი საათების ოდენობა. დამსაქმებელი, ასევე, ვალდებულია, დოკუმენტი პერმანენტულად გააცნოს დასაქმებულს. დასაქმებულს კი უფლება ენიჭება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს და გაეცნოს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმას.

ბრძანება 2021 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება. კომპანიებს კი მკაცრად გაწერილი ფორმის შევსება შემდეგი გრაფების მიხედვით მოუწევთ:

ა) „ორგანიზაციის დასახელება“– ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება;

ბ) „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღიცხვის ფორმის შედგენის თარიღი;

დ) „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“  საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ე) „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) რიგითი ნომერი;

ზ) დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია);

თ) პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში;

კ) შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი;

ლ) თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა;

მ) თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ნ) თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ო) თვის განმავლობაში ღამით (22.00-დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

პ) თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ჟ) თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

რ) თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი;

ს) თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი;

ტ) ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი;

უ) თვის განმავლობაში სხვა 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა;

ფ) თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა;

ქ) დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა;

ღ) ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი.

იხილეთ ამ კატეგორიის სხვა ამბები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

„გაზრდილი კლასელების დანახვისას ცრემლები წამომივიდა“ – სკოლის პირველი დღის შეფასებები

ბრიტანელმა მამაკაცმა შეყვარებულის სანახავად კარანტინის წესები დაარღვია