Godzilla vs. Kong-ის უახლესი კადრები საშუალებას გვაძლევს, თვალი შევავლოთ ეპიკურ დარტყმას Legendary Pictures-ის ორ ტიტანს შორის. ფილმმა მაყურებელს გეოლოგი ნათან ლინდსი ხელახლა წარუდგინა, რომელიც კონგს მსოფლიოს გადარჩენასა და გოძილას დაძლევაში ეხმარება. როგორც კადრებში ვხედავთ, ბრძოლამ ჰონგ-კონგის ლანდშაფტებზე გადაინაცვლა, სადაც ორივე ბეჰემოტი ერთმანეთს მაღალ ცათამბჯენებს შორის მეფის ტიტულისთვის ებრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ უახლესი ტრეილერი სადებიუტო ტრეილერის გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, თაყვანისმცემელს დამატებითი კადრების ყურების საშუალება მიეცა. აუდიტორია ამჯერად ლეგენდარული ბრძოლის განსხვავებულ მხარეს ხედავს. ტრეილერში ასევე ჩანს ახალგაზრდა გოგონაც, რომელსაც კონგთან კომუნიკაცია ჟესტების ენით შეუძლია და მას ფრთხილად ყოფნას ევედრება.
ფილმის წინა ტრეილერმა Warner Bros-ის ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რადგან ინტერნეტსივრცეში ნახვების რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. Godzilla vs. Kong-ის რეჟისორი ადამ ვინგარდია, სცენარის ავტორები კი მაქს ბორენშტეინი და ერიკ პირსონი. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები: ალექსანდრ სკარსგარდი, მილი ბობი ბრაუნი, რებეკა ჰოლი და ბრაიან ტაირი ჰენრი.
ფილმის პრემიერა კინოთეატრებში და ექსკლუზიურად HBO Max-ზე 31 მარტს შედგება.
Loading…