ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პირველ ელექტრომობილს 2022 წელს გამოუშვებს.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ავტომობილის აქამდე აწყობა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხა, თუმცა კომპანიას ვალდებულების შესასრულებელი დრო გაუხანგრძლივდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მწვანე ეკონომიკა განვავითაროთ და, ამავე დროს, გავაძლიეროთ ქუთაისი, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ამიტომმხარს დავუჭერთ ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს.“
ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
კომპანია „აიგრუპის“ განცხადებით, 2020 წლის ივლისში, კოვიდპანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიის გეგმები შეიცვალა.
„ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ დავიშურებთ რესურსებს, რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები“.
კომპანია „აიგრუპი“
ჯერ კიდევ 2019 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა და საქართველო პირველ ელექტრომობილს მალევე გამოუშვებდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ვრცელ სტატიას უძღვნიდა.
იხილეთ ამ კატეგორიის სხვა სტატიები
Loading…