Google-ის განცხადებით, მომხმარებლისთვის ეკრანის ჩამწერი მარტში იქნება ხელმისაწვდომი. Google-ის გუნდი იმედოვნებს, რომ ეს ინსტრუმენტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებსთვის გაკვეთილების ჩაწერას გააადვილებს.
მასწავლებლებმა უკვე დიდი ხანია სტუდენტებისათვის გაკვეთილების ჩაწერა დაიწყეს, თუმცა გასულ წელს საშინაო დავალებებისთვის ვიდეო გაკვეთილების ჩაწერა მეტად აქტუალური გახდა
ვკითხულობთ Google-ის ბლოგ პოსტში
Chrome OS-ის ახალი ფუნქციები მშობლებისთვისაც არის განკუთვნილი. მათ შეუძლიათ, აკონტროლონ, რომელ გვერდებს სტუმრობს არასრულწლოვანი.
Google-ის ეკრანის ჩამწერი საკმაოდ მარტივად გამოიყენება. მას შემდეგ, რაც Chromebook-ზე შესაბამის ღილაკს დააჭერთ, ეკრანზე წამზომი გამოჩნდება. სანამ თქვენი Chromebook-ი ჩართულია და იწერს, ეკრანის მარჯვენა მხარეს წითელ წრეს დაინახავთ, რომელიც მიანიშნებს, რომ ჩაწერა დაწყებულია.
წყარო: theverge.com
Loading…