ხშირად გვიფიქრია, ალბათ, თუ რამდენად სუფთა და უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ონკანიდან ყოველდღიურად მოვიხმართ. თუკი წყლის ხარისხის შემოწმება და პროფესიონალური რჩევების მიღება გსურთ, მარტივი ტესტი უნდა წარმოგიდგინოთ – SimpleLab-ის პროდუქტს Tap Score-ს გაგაცნობთ.
რა არის სახლის წყლის ტესტი?
Tap Score არის მოწყობილობა, რომელიც ონკანის წყლის ხარისხის შემოწმების უმარტივეს ხერხს გთავაზობთ.
საკმარისია, მხოლოდ სასურველი კომპლექტი აირჩიოთ თქვენი წყალმომარაგებისა და ტესტირების დონის შესაბამისად.
პროდუქტის მიღების შემდეგ, აავსოთ რამდენიმე ბოთლი და უკან გააგზავნოთ წინასწარ გადახდილი ტრანსპორტირების ეტიკეტის გამოყენებით.
გაგზავნილ წყლის ნიმუშებს კი დამოუკიდებელი ლაბორატორია შეამოწმებს ტყვიის, ვერცხლისწყლის, დარიშხანის, ქლორის, პესტიციდების, ბაქტერიებისა და სხვა მრავალი შენაერთზე.
მომხმარებლებზე ადაპტირებული მექანიზმი
წყლის სხვა ტესტერები პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი უამრავ რიცხვს გთავაზობენ კონტექსტის გარეშე. ეს მარტივი ტესტი კი რიცხვებთან ერთად, ასევე აჯამებს მონაცემებს, რაც უკეთ გეხმარებათ წყლის ხარისხის გაგებაში.
ის, ასევე, მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის რისკების გაცნობთ. SimpleLab-მა შექმნა მონაცემთა ბაზა, სადაც წყლის შენარევების მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენები გააერთიანა.
Tap Score-ის მიერ წყლის ხარისხის დატესტვის შემდეგ არამხოლოდ მისი შემადგენლობის შესახებ იღებ ინფორმაციას, არამედ პროფესიონალურ რჩევასაც – თუ როგორ გააუმჯობესო ის.
წყარო: futurism.com
იხილეთ ტექნოლოგიური სხვა სიახლეები
Loading…